Sunday, 11 September 2011




პროექტის სახელწოდება : "William Shakespeare"

პროექტის მთავარი იდეა (თემა) :  ინგლისელი მწერლის  და მისი შემოქმედების გაცნობა

 ვატარებ მინი ლექციას  თემაზე ,, უილიამ შექსპირი”.ვუსვამ  კითხვებს სმენიათ თუ არა ამ მწერლის შესახებ, აქვთ თუ არა წაკითხული ამ ავტორის რომელიმე ნაწარმოები ან სონატა,ან იქნებ კინოფილმი ან დოკუმენტური ფილმი აქვთ ნანახი  და ვუხსნი ამ თემის ცოდნის აუცილებლობას.ვინაიდან მოსწავლეები სწავლობენ ინგლისურ ენას, ისინი უნდა იცნობდნენ ინგლისელი მწერლებს და მათ შემოქმედებას. ვთავაზობ მოსწავლეებს პროექტის სამ სახელწოდებას და ვაძლევ არჩევანის თავისუფლებას.

პროექტის აქტუალობა: მასალის მოძიება ბიბლიოთეკაში, აგრეთვე ინტერნეტის დახმარებით დისკუსიების გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციების მოწყობა. 


პროექტის მიზნები:
 მოსწავლემ უცხოურ ენაზე უნდა განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ.,დოკუმენტური ფილმი უცხოურ ენაზე; უცხოურ ენაზე გაზეთის შექმნა და გავრცელება,  ვებგვერდის და ელ–ჟურნალის შექმნა,       
  უცხოურენოვან წყაროების/ტექსტების დამუშავება შემდგომი  გამოყენებისათვის (მაგალითად,  მასალის მოძიება-შეგროვება  სასკოლო  პროექტების განსახორცილებლად).



მონაწილეთა ასაკი:  14,15,16,17

ვადები/ხანგრძლევობა: 4 თვე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანაწერები, პორტრეტები,ვებგვერდი,ელ.ჟურნალი

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, უილიამ შექსპირის ბიოგრაფია,რამდენიმე ნაწარმოები,სონატები,ვიდეო, ციფრული ფოტოაპარატი,რვეულები,საწერკალმები

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  
1.ვარჩევ თემას ,,უილიამ შექსპირი’’ და ვწერ შემდეგ კითხვებს კითხვარების სახით:

ა.  სმენიათ თუ  არა რამე ინგლისის ლიტერატურაზე?
ბ. რომელ ინგლისელ მწერლებს იცნობენ?
გ.  რა იციათ უილიამ შექსპირის შესახებ:  სადაური იყო,სად დაიბადა,როგორ ოჯახში იზრდებოდა,ჰქონდა თუ არა უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული,სად მუშაობდა,იყო თუ არა დაოჯახებული და ჰყავდა თუ არა შვილები.(მისი მოკლე ბიოგრაფია)
დ. რომელი ნაწარმოებები გაქვთ წაკითხული?
გ. რამდენი სონატა აქვს დაწერილი უილიამ შექსპირს?
დ. რომელიმეს ხომ არა გაქვთ ნანახი შექსპირის ნაწარმოებებზე გადაღებული კინოფილმი?

2.ვაყალიბებ საპროექტო  ჯგუფს.

პირველი ჯგუფი - მოიძიებს ისტორიულ წყარეობზე დაყრდნობით ცნობებს იმ ეპოქაზე, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა  უილიამ შექსპირი.
მეორე ჯგუფი - მოიძიებს მასალას მწერლის ბიოგრაფიის შესახებ,დახატავენ მწერლის და მის შემოქმედებაში ცნობილი პერსონაჟების  პორტრეტებს  და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. 
მესამე ჯგუფი - მოიძიებს შექსპირის ნაწარმეობებს (,,მეფე ლირი’’,რომეო და ჯულიეტა’’,,ოტელო’’,,ჭირვეულის მორჯულება’’ ) , ამოწერენ ზემოთაღნიშნული ნაწარმოებებიდან ცნობილ გამონათქვამებს,დაწერენ რამდენიმე მოკლე  სცენარს  და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
მეოთხე ჯგუფი - შექსპირის სონატებიდან ამოწერენ ცნობილ გამონათქვამებს დ,გამორჩეულ სონატებს და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
მეხუთე ჯგუფი  - იმოგზაურებს ვირტუალურად  ინგლისში.  დაათვალიერებს  შექსპირის მუზეუმს,შექსპირის სახელობის თეატრს,მოიძიებს მწერლის ფოტოსურათებს და გააკეთებს პრეზენტაციას პოვერპოინტის სახით.

ბოლო დავალებად მივსცემ მოსწავლეებს შეჯერდნენ და მოკლე სცენარების მიხედვით დადგან სპექტაკლები შექსპირის ნაწარმოებების მიხედვით,ისწავლონ ცნობილი გამონათქვამები,რამდენიმე სონატა  და წარმომიდგინონ პრეზენტაციის სახით.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს ექნებათ კავშირი სხვადასხვა საგნებთან:
ისტ -  ინტერნეტით მასალის მოძიება,ვებ-გვერდის შექმნა და ა.შ
ისტორია - შექსპირის ეპოქა
ხელოვნება -  პორტრეტების შექმნა

ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ წერის,კითხვის,თარგმნის,კვლევა-ძიების,თანამშრომლობის უნარებს.აითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას.გეცნობიან ინგლისელი მწერლის შემოქმედებას და  მოღვაწეობის ხანას - როგორ ეპოქაში უწევდა მოღვაწეობა და რა გავლენა მოახდინა მასზე ისტორიულმა მოვლენებმა.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):   სალომე ჯოლოხავა, ფატიმან არახამია

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: salomejolokhava@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  www.sallyjolokhavablogspot.com


No comments:

Post a Comment